Sunday, May 21, 2017

თრენინგის მეცხრე დღე

მეცხრე დღეს მოვისმინეთ პრეზენტაციები, საინტერესო პროექტებია, მადლობა ყველას, განსაკუთრებით ჩვენს თრენერს, მარეხი ჯელაძეს!,ღმერთო, გაძლება მიეცი!

Sunday, May 14, 2017

თრენინგის მერვე დღე

დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციის ხარაჩოზე, საქაღალდეზე ,,სასწავლო პროექტის დამხმარე'' ვისწავლეთ, როგორ შევადგინოთ დიფერენცირებული დავალებები,შემდეგ შევაჯამეთ და გადავამოწმეთ მთლიანად შესწავლილი და შესრულებული ნიმუშები, გადავხედეთ პორტფოლიოს.
დიდი მადლობა ჩვენს მასწავლებელს მოთმენისა და სწავლების უნარისთვის.

Saturday, May 13, 2017

თრენინგის მეშვიდე დღე

დღეს ვიმუშავეთ შეფასებებზე,შევქმენით მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბრიკა, რომელიც ასახავს მოსწავლის პრეზენტაციაში არსებული ყველა მახასიათებელს ამ რუბრიკისთვის, ნიმუშებად გამოვიყენეთ  სხვადასხვა პროექტებში შეფასების საქაღალდეში არსებული რუბრიკები.შემდეგ გადავხედეთ პროექტის გეგმას და შევიტანეთ საჭირო მასალა. 

Sunday, May 7, 2017

თრენინგის მეექვსე დღე

დღეს  ჩვენ ვიმუშავეთ მეოთხე მოდულზე  გავაკეთეთ აქტივობები, რომლის მიხედვითაც დაგეგმილი გვაქვს პროექტზე მუშაობა,ვისწავლეთ როგორ კეთდება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები, კერძოდ  შევედით მოსწავლის როლში და გავაკეთეთ პრეზენტაცია. მადლობა ნაყოფიერი დღისთვის!

Saturday, May 6, 2017

თრენინგის მეხუთე დღე

დღეს ვიმუშავეთ წყვილებში, გადავხედეთ პრეზენტაციას, ჩემმა მეწყვილემ ქალბატონმა თინამ მომცა სასარგებლო რჩევები.
შევქმენით სხვადასხვა გვერდი,ვისწავლეთ ახალი გვერდის შექმნა, სურათის დადება ბლოგზე და ფონის შექმნა, მადლობა ყველას

Sunday, April 30, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე

        დღეს დავასრულეთ მეორე მოდულის განხილვა,აქტივობა 2 ,,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება"  რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას, გავეცანით კითხვების კატეგორიებს, მეოთხე მოდულში ვიმუშავეთ  შეფასებებზე, მის მეთოდებზე, კერძოდ განვიხილეთ ,,ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე".
 ჩემთვის ყველაფერი გასაგები იყო, მადლობა ნაყოფიერი დღისთვის!

მე ვგეგმავ პროექტს ,, შინაური  და გარეული ცხოველები", რას მირჩევდით ამ თემის ირგვლივ?

https://drive.google.com/open?id=13EO6lKyqYp3LGU1V-K63zemNxMb3T0S5